რეპრესიები კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ - ხელოვანებმა კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს
როგორ დევნიან საქართველოში თავისუფალ ხელოვნებას - ხელოვანებმა კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს. ბერლინალეს კინოფესტივალზე დაწუნებული კინორეჟისორები დამოუკიდებლად წარდგებიან. სიაში არიან ბიძინა ივანიშვილის ახირებების შესახებ გადაღებული ფილმების ავტორებიც, ვის ნამუშევრებსაც კულტურის სამინისტრო ამ დრომდე არ აღიარებს.
ხელოვანები ფიქრობენ, რომ ახლა დროა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდენ და დაგროვილი გამოცდილება საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ.
ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია ყველანაირი მცდელობა და გადახვევა იმ სრულიად მარტივი და ჭეშმარიტი ფასეულობიდან, რომელიც არის ხელოვანის თავისუფლება. ხელისუფლების თვისებაა, რომ ის უნდა შეიცვალოს, ხოლო ხელოვნების თვისებაა, რომ ის არის მუდმივი, ამიტომ ამ ადამიანების ერთობა არის გრძელვადიანი. ჩვენ ჩვენს გამოცდილებას, კონტაქტებს გავაერთიანებთ და ზუსტად ეხმიანება ეს წასვლა ბერლინალეს იმას, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ ხელი შევუწყოთ იმ კოლეგებს, რომლებსაც აქვთ პროექტები და ჩვენ ჩვენი სხვადასხვა ცოდნით ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ", - აღნიშნა ხელოვანმა ნუცა ღოღობერიძემ.