გორში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს
გორში, ვოლოგდის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული - რამდენიმე საათის წინ ადგილზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი არისი გაჟონვა სახელდება, თუმცა როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, მისი სახლის ფანჯრები ღია შენიშნეს, ამიტომ მეზობლები ფიქრობენ, რომ სამხედრო გულის შეტევით გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.