სტიქია კახეთში - მოგლეჯილია ხეები, ქარმა კულტურის სახლს სახურავი გადახადა

28.12.23 14:55
სტიქია კახეთში - მოგლეჯილია ხეები, ქარმა კულტურის სახლს სახურავი გადახადა

ძლიერი ქარია კახეთშიც - მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეებია. ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო.

რთული ვითარებაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლის სახურავი დაზიანდა. 

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, სოფელ წინანდალში და გურჯაანის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.