ძლიერმა ქარმა თელავში კორპუსებს სახურავები გადახადა (ფოტო)

28.12.23 17:00
ძლიერმა ქარმა თელავში კორპუსებს სახურავები გადახადა (ფოტო)

უამინდობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა.

თელავში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავები გადახადა. კადრებში კარგად ჩანს, რომ სახურავები ახალი დამონტაჟებულია.

ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ახმეტაში.

მძიმე ვითარებაა დედაქალაქშიც. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა დაეცა. განსაკუთრებით რთულია ვითარება გლდანის რაიონში.