ინფექციურმა პაციენტის ანალიზების პასუხის ფაილს "დამპალი" დაარქვა და მეილზე გაუგზავნა

22.06.21 16:33
ინფექციურმა პაციენტის ანალიზების პასუხის ფაილს "დამპალი" დაარქვა და მეილზე გაუგზავნა

თბილისის ინფექციური  საავადმყოფო სკანდალში ეხვევა - კლინიკის თანამშრომელმა პაციენტის ანალიზების პასუხების ფაილს "დამპალი" დაარქვა და ელფოსტაზე ასე გადაუგზავნა.

Facebook მომხმარებელმა, ანკა ანდღულაძემ, შესაბამისი "სქრინი" ჯგუფ ,,სასოწარკვეთილ მომხმარებლებში" ჩააგდო

დავტოვე ელ.ფოსტა, სადაც პასუხები უნდა მიმეღო, ვინაიდან ჩემს გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად, მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ, არაა მარტივი კვირაში 7 -ჯერ გათავისუფლების თხოვნა. მოკლედ, ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი, აქ მოხვალ და აიღებო - ამას აწვებოდნენ, მერე როგორც იქნა, დამთანხმდნენ.

იმ დღეს, 2 საათში, უნდა ყოფილიყო პასუხი, მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის, მივწერე, დავურეკე და ვერ დავაჯერე, მაგრამ კარგი, ვნახავთო (მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ, კიდევ რომ არ გამომიგზავნეს, დავრეკე, ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ", - წერს მოქალაქე