რა ხდება თაბორის მთაზე, რეზიდენციასთან, რომელსაც ივანიშვილი "ქართუ"-სგან იბრუნებს

29.12.23 15:26
რა ხდება თაბორის მთაზე, რეზიდენციასთან, რომელსაც ივანიშვილი "ქართუ"-სგან იბრუნებს

რა ხდება თაბორის მთაზე, რეზიდენციასთან, რომელსაც ივანიშვილი "ქართუ"-სგან იბრუნებს - "პირველები" ადგილზე მივიდა და დაცვასთან შეეცადა გაერკვია, მიდის თუ არა რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი, ცხოვრობს თუ არა იქ ან აპირებს თუ არა სამომავლოდ ცხოვრებას.

დაცვა, ამ საკითხზე "პირველებთან" არ საუბრობს და ამბობს, რომ ადგილზე მხოლოდ გოლფის კლუბია, თუმცა ფაქტია, რომ იქ ერთი დამსვენებელიც არ არის.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ წლების წინ გასხვისებულ ქონებას ივანიშვილი პირად საკუთრებაში რეზიდენციის გამო იბრუნებს და ამაში კომპანია ფინ სერვის 21 ეხმარება, რომლის ხელმძღვანელი "პირველების" ზარებს დილიდან არ პასუხობს.

ივანიშვილის ახალი რეზიდენცია თბილისში. ხალხისთვის ნაჩუქარ ქონებას, რომელიდ ოლიგარქმა საქველმოქმედო ფონდ  "ქართუს" გადაუფორმა უკან იბრუნებს. საუბარია 42 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე და მასზე დაშენებულ თაბორი რეზიდენსზე, რომელსაც ივანიშვილი იბრუნებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც "შაბათის ეთერი" ჯერ კიდევ თვების წინ გიყვებოდათ, რომ იქ ივანიშვილის ახალი რეზიდენცია ეწყობოდა. ახლა პრაქტიკულად ეს ამბავი დადასტურდა.