ფეხქვეშ საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადმოვარდა - კახეთში 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა კახეთში - ახმეტაში მამაკაცი გარდაიცვალა.
45 წლის ბერდია წითელაური კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო მიგზავნილი. ის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული, როდესაც ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვალების ფაქტს "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც დაუდასტურეს.