კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა - "ავერსი" სასამართლოში დავას აანონსებს

29.12.23 15:37
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა - "ავერსი" სასამართლოში დავას აანონსებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა - აღნიშნულ განცხადებას კომპანია "ავერსია" ავცრელებს და სასამართლოში დავას აანონსებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. ავერსს არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავერსი აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში", - აცხადებს ავერსი.

ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიები დააჯარიმა.

როგორც სააგენტოში ამბობენ, საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.  

სააგენტოს ცნობით, 2021-2023 წლებში "ავერსის", "გეფას", "პსპ"-ს და "მერმის" მიერ ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.