ქვეყანაში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა - სპეციალისტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

29.12.23 17:11
ქვეყანაში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა - სპეციალისტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

ქვეყანაში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. სიცოცხლისთვის საშიში აბები შავ ბაზარზე იყიდება. კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით ბოლო ერთ თვეში კლინიკებს ათობით ახალგაზრდამ მიმართა. დაუდგენელი ნივთიერება სუნთქვის უკმარისობას იწვევს და შესაძლოა, ადამიანი კომატოზურ მდგომარებამდეც კი მიიყვანოს. განსაკუთრებით საშიშია ამ ნარკოტიკის ალკოჰოლთან ერთად მიღება. 

სპეციალისტები ლეტალურ შემთხვევებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ახალი ნივთიერების სიძლიერე 50-100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მორფინის.

დეკემბერში ჩვენც დავაფიქსირეთ ე.წ. უცნობი ნივთიერება, რომლის კომბინაციაში მოხმარება ალკოჰოლთან იწვევს მძიმე შედეგებს - ფსიქოზებიდან დაწყებული გარდაცვალებით დამთავრებული და ამას ნარკოლოგებიც აღნიშავენ. ამ ნივთიერების შესახებ დეტალურად ძნელია ვისაუბრო, იმიტომ რო სხვადასხვა ნარკოტიკი მომხმარებელი სხვადასხვა სახელწოდებით იცნობს მას. ეჭვია, რომ მასში გარეულია დასავლეთში ფართოდ გავრცელებული ფეტალინი, რომელიც საკმაოდ ძლიერი სინთეზური ოპიოიდია. მისი სიძლიერე დაახლოებით 50-100-ჯერ მეტია, ვიდრე მორფინის. აქედან გამომდინარე დგება ლეტალური შემთხვევა, რადგანაც ფეტალინი ძლიერად თრგუნავს სისხლის მიმოქცევას და სუნთქვის ცენტრს და დგება გარდაცვალების შემთხვევები", - ამბობს სპეციალისტი "პირველებთან".

კლუბის მოყვარული ადამიანები ამბობენ, რომ აღნიშნული ნარკოტიკით დაზარალებულების ასაკი 17-დან 25 წლამდე მერყეობს. მათი თქმით, არ ხდება ამ ნივთიერებების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა და მოსახლეობის გაფრთხილება.

ამ ნივთიერებების მომხმარებელები არიან ხშირად არიან ახალგაზრდები, რომლებიც კლუბებში მოიხმარენ ამ ნივთიერებას და მათ ორგანიზმს საერთოდ არ აქვს მზაობა იმ მძმე ტოქსიური შედეგისთვის, რომელსაც ეს ნივთიერებები იწვევენ. არ ხდება ამ ნივთიერებების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა და ამოღება და მოსახლეობის გაფრთხილება ამა თუ იმ საშიში ნივთიერებების შესახებ. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა არის ეს", - ამბობს