ფსიქიკური აშლილობა და კომა - ქვეყანაში ახალი მკვლელი ნარკოტიკია
ძილიანობა, რომელიც შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს და მძიმე ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს - ქვეყანაშია ახალი მკვლელი ნარკოტიკი. საშიში ნივთიერება იწვევს სუნთქვის უკმარისობას და კომატოზურ მდგომარეობას. ნარკოლოგებს განგაში აქვთ გამოცხადებული. უკვე ერთი თვეა მიმართვიანობას ვერ აუდიან. ზედოზირების სტატისტიკა კი, რომელიც ლეტალურად დასრულდა, შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია. ნარკოლოგიური ცენტრების ყველაზე ხშირი პაციენტები კი 25 წლამდე ახალგაზრდები არიან.
ახალი მკვლელი ნარკოტიკი შავ ბაზარზე ადვილად ხელმისაწვდომია. ამ ნივთიერების ალკოჰოლთან ერთად მოხმარება კი უმძიმეს შედეგებს იწვევს. მომხმარებლებს, ხშირ შემთხვევაში, ჰგონიათ, რომ ჩვეულებრივ კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარენ, თუმცა, სინამდვილეში, სტიმულატორებისა და ოპიატების სასიკვდილო ნაზავს იღებენ, რომლითაც ბედნიერების მაძიებლები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.