შეტევა ფარმაცევტულ ბიზნესზე - მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში წამლების დეფიციტი?
ქვეყანა წამლების დეფიციტის ზღვარზე - დაანონსებული შეტევა ფარმაცევტულ ბიზნესზე სისრულეში მოიყვანეს. არცერთი კომპანია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ხელისუფლების წნეხს სასამრთლოთი პასუხობს.
მედიკამნტების მსხვილი იმპორტიორები ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს შტურმი საბოლოოდ ისევ მომხმარებელზე აისახება. 4-ვე დაჯარიმებული კომპანია საკუთარ არგუმენტებს უკვე სასამართლოში წარადგენს.
4 ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ქსელი კონკურენციის სააგენტომ ჯამში 53 მილიონით დააჯარიმა. ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. ამობობენ, რომ მაქსიმალური ფინანსური მოგების მიღების მიზნით მედიკამენტები წინასწარ შეთანხმებული ფასებით იყიდებოდა, თუმცა ფარმაცევტული ასოციაციისთვის ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. ახლა ერთადერთი გზა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დაჯარიმებულ კომპანიებს სასამართლო დარჩათ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.