მქონდა განცდა, რომ ვარ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი - თეა წულუკიანი ჟურნალისტებზე

23.06.21 13:58
მქონდა განცდა, რომ ვარ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი - თეა წულუკიანი ჟურნალისტებზე

საქართველოს კულტურის მინისტრი განმარტავს, რატომ არ უშვებენ ჟურნალისტებს გელათის მონასტრის ტერიტორიაზე. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მედია კულტურული მემკვიდროების ძეგლის რესტავრატორებს მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

 რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი - აცხადებს თეა წულუკიანი.

გელათის ტაძრის რესტავრირების საკითხის შესასწავლად ,,იუნესკო"-ს სპეციალისტთა ჯგუფი დღეს ჩამოვიდა. ტაძარი მედიის, მრევლისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დახურულად გამოცხადდა