პირველი კადრები ქმრის მიერ დაჭრილი ქალის საქმიდან - "ტვ პირველმა" საქმის მასალები მოიპოვა
პირველი კადრები ქმრის მიერ დაჭრილი ქალის საქმიდან - "ტვ პირველმა" გურანდა აბულაშვილის საქმის მასალები მოიპოვა. კადრები, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელია უკვე თვეებია დევს საქმეში, თუმცა სასამართლოში საგამოძიებო უწყებას ეს კადრები არ წარუდგენია.
ცნობილი ექიმის წამებას, რომლსაც ქმარმა 38 ჭრილობა დანის გარდა სახრახნისითაც მიაყენა, ირკვევა, რომ მოძალადე მობილური ტელეფონით თავად იღებდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუდარება ქალი ქმარს, რომ ჩაკეტილი კარი გააღოს, რომ ოჯახის სხვა წევრებმა მისი დახმარება შეძლონ.
მძიმე დანაშუალში ბრალდებული ლევან გადელიაა.
ის დაკავებამდე მერიის აუდიტის სამსახურში მაღალ პოზიციაზე მუშაობდა. ცოლის წამებისთვის გადელიას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულშია და იქ მხოლოდ 4 წელს გაატარებს. დაზარალებული ქალი კი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გავლენიანმა მაღალჩინოსანმა გააყალბა და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
ქალი ასევე დედამთილის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დაზარალებული ამბობს, რომ დედამთილმა, რომლის ხმა ვიდეოშიც ისმის, 112-ში დარეკვა და პოლიციისთვის შეტყობინება ვერ მოახერხა ან არ მოახერხა. სწორედ ეს არის ახლა გურანდა აბულაშვილის მთავარი თხოვნა, რომ გამოძიება ასაკოვანი ქალით დაინტერესდეს, რომელიც ინფორმირებული იყო, რომ მის სახლში სისხლის სამართლის დანაშაული ხდებოდა და მისი შვილი ერთი საათის განმავლობაში აყენებდა სასიკვდილო ჭრილობებს მის რძალს, თუმცა მას ეს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც ის იღებდა ჭრილობას მისი მეუღლისგან, როდესაც ერთი დანა გატყდა, მან მოიტანა მეორე დანა ამ ბრალდებულმა, მსჯავრდადებულმა. პლუს ამას ის ურეკავდა ვიღაცას და ეუბნებოდა, რომ არ არის კარგი სიტუაცია. ასევე თავად გააღო კარები და ძალიან ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ იყო დაავადებული და ფაქტობრივად, ის დიაგნოზი, რომელიც ექსპერტმა დაწერა, არის არასწორი. გამოძიებას არ გასჩენია კითხვები. ეს ადამიანი მუშაობდა წლობით საჯარო სამსახურში, მერიაში, აუდიტში, პროკურატურაში და არ გასჩენიათ კითხვა, თუ ეს ადამიანი იყო დაავადებული, რატომ მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში", - ამბობს დაზარალებული ქალის ადვოკატი.
რაც შეეხება ლევან გადელიას უფლებადამცველს, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენი მომენტში იყო აფექტურ მდგომარეობაში და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა.
ექსპერტები აფასებენ უშუალოდ, როდესაც დანაშაულს ედავება ბრალდების მხარე, იმ დროს რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, ამას აფასებენ. შესაძლოა, როდესაც მუშაობდა, შესაბამის მკურნალობას იღებდა, რაღაც მედიკამენტები სჭირდებოდა თუ რაც სჭირდებოდა, ამ შემთხვევაში, ის სრულად აცნობიერებდა ყველაფერს, მაგრამ იმ ქმედების დროს შესაძლოა, არ ჰქონდა ის მედიკამენტები მიღებული, რაც საჭირო იყო", - აღნიშნა გიორგი მდინარაძემ.
გურანდა აბულაშვილის შესახებ მაყურებელლმა "შაბათის ეთერიდან" შეიტყო. რეპორტაჟში ქალის მიმართ სასტიკ ძალადობაზე იყო საუბარი, რომელიც თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომლემა ლევან გადელიამ ჩაიდინა.