ვინ არის თბილისში, ქმრის მიერ მოკლული ქალი?

09.01.24 15:13
ვინ არის თბილისში, ქმრის მიერ მოკლული ქალი?

თბილისში, ქმარის მიერ მოკლული ქალი, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეა. ქალი რამდენიმე საათის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა. 

მოკლულის მეზობლების თქმით, 30 კაცი ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა და  მკვლელობის ჩადენის მომენტშიც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"პირველების" ინფორმაციით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებებიც მიიყენა. ბრალდებული შსს-ს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება. 

 გამოძიება 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. კაცს გამოჯანმრთელებისთანავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.