ვეღარ სუნთქავს, ფეხებიც დაუსივდა, ილევა კაცი - როგორია ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

24.06.21 13:15
ვეღარ სუნთქავს, ფეხებიც დაუსივდა, ილევა კაცი - როგორია ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის, თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის, ინფორმაციით, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. მიზეზი ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში დაადგინეს და სწორედ ამიტომ ბიზნესმენი გუშინ თურქეთში გადაიყვანეს. 

ვასაძის თანაგუნდელი "ტვ პირველს" უყვება, რომ "ერის" ლიდერმა რამდენჯერმე კორონავირუსზე ტესტიც კი გაიკეთა, თუმცა მას ვირუსი არ დაუდასტურდა. გაირკვა ისიც, რომ მას COVID 19 გადატანილი არ ჰქონია. 

მოწამვლა შეიძლებაო, როგორი საქმეა, როცა ვერ იგებ, რა გჭირს. ეგ არის ზუსტად მოწამვლის... არ ჩანს. ვერ დაიცავ, მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა იყო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება, ისე გაისტუმრონ საიქიოში, რომ ვერც კი გაიგონ, რა მოხდა. თუ, რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური ნება არის"- აცხადებს მანჯავიძე. 

მისი თქმით, ლევან ვასაძეს სუნთქვა უჭირს: 

ვეღარ სუნთქავს... ეგ ისეთი ტიპია, რაგბისტია და სულ ვარჯიშობს. ძალიან ცუდად გახდა. ფეხები დაუსივდა. ფილტვების ინტუბაცია აქვს შესუსტებული. კოვიდზეც გაესინჯა, თუმცა არ აქვს. მოსკოვშიც გაესინჯა და თბილისში, თუმცა დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. ადამიანი ილევა, თურქეთშიც თუ ვერ დაუსვეს დიაგნოზი...აი ენერგია, რომ გეცლება. ფეხები რომ უსივდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გულთან არის პრობლემა"- უთხრა მანჯავიძემ "ტვ პირველს".

ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზირებულია. ვასაძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო. ვასაძის თანაგუნდელები არ გამოირცხავენ, რომ ,,ერის" დამფუძნებელი მოწამლეს.