გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში ორ მოზარდს ეძებენ
გარდაბანში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურ ტბაში 2 მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 15-16 წლის მოზარდები ტბაში საცურაოდ შევიდნენ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგნლები არიან მობილიზებულები. მოზარდებს ტბაში მყვინთავები ეძებენ.
სამძებრო სამუშაობი უკვე საათზე მეტხანს მიმდინარეობს.