დახურული სივრცის შიში მაქვს, გაითვალისწინეთ - თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

24.06.21 17:37
დახურული სივრცის შიში მაქვს,  გაითვალისწინეთ - თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თაღლითობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი, მათ შორის ერთი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

თაზო შოშიტაშვილს, ვაჟა ნიაურსა და გივი ბაქრაძეს გამოძიება სახელმწიფოს მიერ გაცემული 200 ლარიანი დახმარებიდან წილის მითვისებას ედავება. 

სამივე მათგანი ბრალს აღიარებს, თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ მითვისებული თანხით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. 

ემოციური მიმართვის მიუხედავად მოსამართლემ სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დახურული სივრცის შიში მაქვს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ. თუ რამე საშუალება არსებობს, ან ელექტრონული სამაჯური, ან რამე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ. არასდროს ვარ ნასამართლევი, არც პოლიციასთან მქონია კონფლიქტი. დღეს ისე გამოიყვანეს, რომ ბოლომდე გამანადგურეს"- განაცხადა შოშიტაშვილმა. 

რაც შეეხება ვაჟა ნიაურს, დაკავებული თავს იმით იმართლებს, რომ "თანხა გაჭირვებულ ქართველებს მისცა", თუმცა პროკურორის კითხვას, რატომ ართმევდა მათ წილს, ბრალდებულმა არ უპასუხა. 

კაცი არ მომიკლავს, არ მომიპარავს, ქართველ გაჭირვებულს დავეხმარე"- თქვა ნიაურმა.