პოლონეთში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

22.01.24 23:58
პოლონეთში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ ურსუსში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულებმა 53 000 ზლოტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს.

ჩადენილი დანაშაულისთვის მათ თავისუფლების აღკვეთა 10-წლამდე ვადით ემუქრებათ.