კანონი, რომელიც ე.წ. მევახშეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს - სად არის შავი ხვრელი?

24.01.24 11:25
კანონი, რომელიც ე.წ. მევახშეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს - სად არის შავი ხვრელი?

კანონი რომელიც ე.წ. მევახშეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს - „ქართულმა ოცნებამ„ ქვეყანაში მევახშეობა თითქოს აკრძალა, თუმცა რეალურად კანონში შავი ხვრელი დატოვა. სქემა ასეთია: თუ კერძო პირისგან მოქალაქე ვალს აიღებს, ბინა პირდაპირ გამსესხებელს უნდა გადაუფორმოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ  ფულს დროულად ვერ გადაიხდის, ბინის გაყიდვის უფლებაც აღარ აქვს, რადგან ქონება უკვე ოფიციალურად მევახშის სახელზეა რეგისტრებული.

რეგულაციამდე ანუ 2018 წლამდე თუ მსგავსი ნასყიდობების ხელშეკრულებები მხოლოდ 1500 იყო, ახლა ახლა ის 8-ჯერ არის გაზრდილი. 5-ჯერ გაზრდილია ისეთი ადამიანების რიცხვიც, რომლებიც მსგავის ხელშეკრულებების გამო ქონებას კარგავენ. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზი იპოთეკარებს პრივილეგეირებულ მდგომარეობაში აყენებს, ამიტომ მთელი პასუხმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათი თქმით, სახელმწიფომ გონივრული პირობები უნდა დააწესოს. 

თუ 2018 წლამდე შესაძლებელი იყო ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური ხელშეკრულების გაფორმება, 2018 წლის 1 სექტემბრიდან ეს აიკრაძალა და წინა 2 წელიწადნახევართან შედარებით შემდეგ 2 წელიწადში თიტქმის 8-ჯერ არის გაზრდილი ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებები. ეს კი გაცილებით უფრო კაბალური ხელშეკრულებაა, ვიდრე იპოთეკური სესხი. მხოლოდ რეგულაციებით არ გვარდება. მე არ ვამბობ, რომ რეგულაცია არ უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, ოღონდ გონივრული რეგულაციები, რომელში ხვრელის პოვნაც გაუჭირდებათ თაღლითებს თუ სხვა კერძო გამსესხებლებს. მდგომარეობა გაუარესებულია, მინიმუმ, არ გაუმჯობესებულობა და შესაბამისად, ის ნაბიჯები, რაც გადაგა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. 

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს იურისტი ბაჩანა შენგელიაც.  

ვიდრე 2018 წლამდე იყო, 5 -ჯერ მეტი ადამიანი კარგავს დღეს ბინას აიმ თაღლითური სქემის გამო და ყველაფერი ეს არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც 2018 წელს თითქოს ამ დაზარალებული იპოთეკარების დაცვის მიზნით მიიღო ისეთი კაბალური კანონი, რომელზე წასვლა ადმაიანებს, პრაქტიკულად, ბინის დაკარგვად უჯდება. მანამდე თუ არსებობდა რაღაცა ბერკეტი, რომ ბინა გაგეყიდა, დავუშვათ, სესხი გადაგეფარა და შემდგომ ნარჩენი მაინც დარჩენილიყო, დღეს შეიძლება რამდენიმე ათასლარიანი სესხის გამო ძალიან დიდი ქონება დაკარგოს ადამიანმა, - ამბობს ბაჩანა შენგელია.