კიბერთადავსხმა შტატებზე და მოპარული 50 მლნ დოლარი - აშშ-ს მიერ ძებნილი ჰაკერი თბილისში დააკავეს

26.01.24 20:03
კიბერთადავსხმა შტატებზე და მოპარული 50 მლნ დოლარი - აშშ-ს მიერ ძებნილი ჰაკერი თბილისში დააკავეს

 

 

ჰაკერი, რომელსაც შეერთებული შტატები მთელს მსოფლიოში ეძებდა, თბილისში მოსკოვის პროსპექტზე დააკავეს. აჰმად ალბაშითი შტატებზე კიბერთავდასხმების სერიის მოწყობაშია ბრალდებული. ზიანი, რაც იორდანიის მოქალაქემ შეერთებულ შტატებს მიაყენა, 50 მილიონს აჭარბებს.

საქმის მასალებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, დგინდება, რომ ალბაშითი თბილისში ბოლო 10 წელი ცხოვრობდა და სავარაუდო კიბერთვადასხმების სერიასაც აქედან ახორციელებდა. სახლში ძებნილს დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოუჩინეს. 

საბედისწერო შეცდომა იორდანიის მოქალაქემ  მაშინ დაუშვა, როდესაც კიბერდანაშაულის დროს იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოიყენა, რომელიც წლების წინ ამერიკის საკონსულოში  სავიზო აპლიკაციის შევსასებისას მიუთითა. ასე დადგინდა, რომ პირი, რომლსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ საქართველში იყო. ახლა დაკავებული კაცის ოჯახი ითხოვს,რომ ამერიკის ნაცვლად ბრალდებულის ექსტრადაცია იორდანიაში განცხორციელდეს. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.