ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული - პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან

07.02.24 14:56
 ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული  - პირველი კადრები  ტრაგედიის ადგილიდან

 

 

პირველი კადრები  ტრაგედიის ადგილიდან - სამძებრო ოპერაციის ეპიცენტრში ცოტახნის წინ, ჟურნალისტები შეუშვეს. 

კადრებში  შემზარავი რეალობა ჩანს -  სოფელ  ნერგეეთში,  იქ სადაც მეწყერი ჩამოწვა, ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული  - სახლები  სრულად   დაფარული  და არაფერი ჩანს. 

ცოცხალი ძალა, მოხალისეები და მძიმე ტექნიკა მეთორმეტე საათია,  მიწის ქვეშ  5 დაკარგულს ეძებენ, თუმცა ამ დრომდე ვერც სკოლის მოსწავლეების და ვერც  სხვა დაკარგულების პოვნა ვერ ხერხდება. 

ბაღდათში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. 

მსგავსი სიახლეები