მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში - პროცესში ომბუდსმენი მონაწილეობას არ მიიღებს

30.06.21 14:49
მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში - პროცესში ომბუდსმენი მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში ომბუდსმენი მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ის პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს მანამდე, ვიდრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფუნდამენტური რეფორმა არ გატარდება. 

ნინო ლომჯარიას შეფასებით, აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.