გადაადგილება შეიძლება, შეიზღუდოს, თუ უფრო მაღალი ინტერესია საფრთხეში - "ოცნების" დეპუტატი პრაიდზე

01.07.21 11:15
გადაადგილება შეიძლება, შეიზღუდოს, თუ უფრო მაღალი ინტერესია საფრთხეში - "ოცნების" დეპუტატი პრაიდზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი,  თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მოქალაქეს აქვს გადაადგილებისა და შეკრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ამასთან, მმართველი გუნდის წარმომადგენელი არც გარკვეულ შეზღუდვებს გამორიცხავს. მისი თქმით, თავისუფალი გადაადგილების უფლება აბსოლუტური უფლება არ არის და საზოგადოებისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა, ეს უფლება შეიზღუდოს. 

ყველა პირს აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება თავისუფალი გადაადგილების, შესაბამისად, ეს არის ჩვენი ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველ;ყოფს ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ეს უფლება თავისუფალი გადაადგილების უფლება, არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ, - აცხადებს ოხანაშვილი. 
 

თბილისში პრაიდის კვირეული იწყება. ღონისძიებები 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიება. ორშაბათს კი ღირსების მარში ჩატარდება. დაანონსებულია კონტრაქციებიც.

თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოში აკრედიტირებულმა ელჩებმა თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დიპლომატებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს უზრუნველყონ მოქალაქეების შეკრების თავისუფლება და მათი უსაფრთხოება. 
 

მსგავსი სიახლეები