"მკვლელების დამცავი ორგანიზაცია" - გორში გიორგი გახარიას აქციით დახვდნენ

01.07.21 13:00
"მკვლელების დამცავი ორგანიზაცია" - გორში გიორგი გახარიას აქციით დახვდნენ

"მკვლელების დამცავი ორგანიზაცია" - გორში, პარტია „საქართველოსთვის“ ოფისის  გახსნის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გიორგი გახარიას  საქმის გამოუძიებლობის გამო უპირისპირდება. მერებაშვილების ოჯახი ფიქრობს, რომ მკვლელს შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე, მფარველობდა. ამასთან, გიორგი გახარია პრემიერობის დროს გარდაცვლილის ოჯახს საქმის პირად კონტროლზე აყვანას დაპირდა.

18 წლის მერებაშვილი ხელთუბანში გარდაცვლილი 2018 წლის 6 ივლისს იპოვეს. ოჯახმა მაშინ ავტობანი გადაკეტა და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვა. ოჯახს გახარია 2018 წლის სექტემბერში და 29 წლის ოქტომბერში შეხვდა და გამოძიების  პირად კონტროლზე აყვანას დაპირდა. 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში ახალი რეგიონული ოფისის გასახსნელად ჩავიდა. მან სიტყვით მიმართა შეკრებილებსაც, ისაუბრა ოკუპაციაზე, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე და გამოწვევებთან გამკლავების გზებზე.