წარმოუდგენლად მიუღებელია - პარლამენტის თავმჯდომარე ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე

01.07.21 13:25
წარმოუდგენლად მიუღებელია - პარლამენტის თავმჯდომარე ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე

პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, ჟურნალისტების, საქმიანობაში ხელის შეშლა. კახა  კუჭავა აცხადებს, რომ თანამდებობის პირებს სიფრთხილე მართებთ.

წარმოუდგენლად მიუღებელია! უნდა იქნას აღკვეთილი და ბოლომდე დაცული ყველა ადამიანის, მათ შორის, ჟურნალისტების, საქმიანობაში ხელის შეშლა. ყველას მართებს სიფრთხილე, განსაკუთრებით, როცა თანამდებობის პირი ხარ - განაცხადა კახა კუჭავამ. 

გუშინ წალკაში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძამ ფიზიკური და სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა და აპარატურა დაუზიანა. 

ძალადობაში ბრალდებული პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.