ძალადობასა და სიძულვილის ენას ხელისუფლება ახალისებს- ოპოზიციური არხების ჟურნალისტები

01.07.21 15:34
ძალადობასა და სიძულვილის ენას  ხელისუფლება ახალისებს- ოპოზიციური არხების ჟურნალისტები

ოპოზიციური არხების ის  ჟურნალისტები, რომლებიც თავად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, ერთხმად თანხმდებიან, რომ  სიძულვილის ენის წახალისებაში ხელისუფლებაა დამნაშავე. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ ხშირად არასათანადო რეაგირებას დამნაშავეებთან მიმართებაში, რაც იწვევს დაუსჯელობის განცდას.

ოპოზიციური არხების ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. ნაწილზე კი გამოძიება არც დაწყებულა, ან შედეგი არ ჰქონია.

,,ფორმულას" ჟურნალისტი, ვახო სანაია, ამბობს, რომ მის საქმეზე დანაშაულის ფაქტები იმდენად აშკარა იყო, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა, რეაგირება არ მოეხდინა. სანაია ამბობს, რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ხელისუფლების  ხაზია, რომელსაც აგრძელებს.

რაც მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ეს არის თავიდან ბოლომდე ერთი ხაზის გაგრძელება. ეს არის ძალადობა ჟურნალისტებზე, წახალისებული ხელისუფლების მხრიდან. რასაც ამბობს ხელისუფლება ტელეეკრანიდან, იმას იმეორებენ მათი ქვეშემრდომები. პლიუს, ფიზიკურადაც უსწორდებიან.

ჩემს შემთხვევაში  გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ არ დაეჭირათ. იმისთვის, რომ ასეთ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს, საჭიროა საზოგადოების დიდი ყურადღება- ამბობს ვახო სანაია.

,,მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას, ინფორმაციით, მის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს და მასზე თავდამსხმელი სასულიერო პირები დაკითხვაზე არც კი დაუბარებიათ.

სასულიერო პირები დაგვესხნენ თავს და ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია, საჩვენებლადაც კი არ ყოფილა, რომ დაკითხვაზე იბარებენ ამ სასულიერო პირებს, ამ დრომდე უძრავად და უცვლელად არის ეს საქმე- ამბობს ნინუცა კეკელია.

ოპოზიცია და მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს მტრული რიტორიკა და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. 

 

მსგავსი სიახლეები