ტვ პირველის ჟურნალისტმა ,,ენმ"-ს წევრებთან ერთად პროვოკაცია მოაწყო - დაკავებული აფრასიძის ოჯახის პირველი კომენტარი

01.07.21 15:20
ტვ პირველის ჟურნალისტმა ,,ენმ"-ს წევრებთან ერთად პროვოკაცია მოაწყო - დაკავებული აფრასიძის ოჯახის პირველი კომენტარი

თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - სოფელ წინწყაროს გამგებელი, გიორგი აფრასიძე, "პირველების" კორესპონდენტს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. 

სოფლის რწმუნებული, რომლის ბიძა ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდა, ამბობს, რომ ნინო ელიკაშვილი პროვოკაციას ,,ენმ"-სთან ერთად ახორციელბდა. 

გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მოწყობილი პროვოკაცია. სოფლის წარმომადგენელთა ნაწილი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრია. თქვენი არხის ჟურნალისტმა მოაწყო პროვოკაცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად"- აცხადებს გამგებელი. 

გიორგი აფრასიძე დღესაც ამბობს, რომ ბიძამისის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა პროვოკაციიდან გამომდინარე. რაც არასწორია. დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისგან განსხვავებით საქართველოში თავისუფალი სასამართლოა დაელოდეთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო"- ამბობს გიორგი აფრასიძე. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი  გუშინ წალკაში მოხდა. სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა, რომელიც რაიონში არაფორმალური დაჯგუფების ლიდერად ითვლება, ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანა აპარატურა. 

პოლიციამ ძალადობასა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული დღეს დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები