თბილისის სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

01.07.21 15:44
თბილისის სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე, ბრალს კვლავ არ აღიარებს.

გიორგი მენაბდე  ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დააკავეს. მას დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან. 

მხარეები მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს სასამართლოს შემდეგ პროცესზე წარუდგენენ. 
პროკურორის ინფორმაციით, საქმეში ახალი გარემოებებია, რაც გიორგი მენაბდის ბრალეულობას ადასტურებს.