მზადება პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიებისთვის - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
მზადება პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიებისთვის - ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა წინასწარ შერჩეულ ადგილზე შეკრება უკვე დაიწყეს. ადგილზეა პოლიციაც, რომელიც ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს.
"პირველების" ინფორმაციით, ღონისძიება გაიხსნება საქართველოში აკრედიტირებული ელჩებისა და კვირეულის ორგანიზატორების მიმართვით, რის შემდეგაც კინოჩვენება მოეწყობა.
კვირეულს გახსნის პირველი ღონისძიება, დოკუმენტური ფილმი „ღირსების მარში“, პრემიერა, რომელიც ეხება 2019 წელს პირველი პრაიდ კვირეულის ამბებს. ფილმი გადაღებულია ბრიტანელი დოკუმენტალისტების მიერ და მსოფლიოს არა ერთი კინოფესტივალი მოიარა და არა ერთი ჯილდოც მიიღო, - ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
თამაზ სოზაშვილი ასევე ამბობს, რომ მათმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს შსს მოწოდების სიმაღლეზეა.
როდესაც გასაკრიტიკებელია, მე პირადად, არ ვაკლებ ხოლმე კრიტიკას შსს-ს, თუმცა მე მინდა, საორგანიზაციო ჯგუფს მივულოცო, რომ ნამდვილად ჩვენმა დაუღალავმა შრომამ გამოიღო შედეგი და შსს მოწოდების სიმაღლეზეა, - ამბობს სოზაშვილი.