პროპაგანდას არა - პრაიდის ღონისძიებაზე რადიკალური ძალები გამოჩნდნენ
პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება თბილისში - ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება უნდა დაიწყოს, კონტრაქციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
მათი თქმით, დისკომფორტს შეუქმნიან ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს.
"პროპაგანდას არა, როგორც უნდა, ისე იცხოვროს ამ ხალხმა"- უთხრა ადგილზე მისულმა გია კორკოტაშვილმა "ტვ პირველს".
მისივე თქმით, ადგილზე შეხლა-შემოხლას ადგილი არ ექნება და "ტკბილი სიტყვით, მოფერებით აუხსნიან პრაიდის მონაწილეებს, რომ პროპაგანდა არის ცუდი".
კონტრაქციის მონაწილეებმა "ტვ პირველის" რეპორტიორს ჩაცმულობა დაუწუნეს.