ხმაური პრაიდის კვირეულის პირველ ღონისძიებაზე - ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ

01.07.21 17:25
ხმაური პრაიდის კვირეულის პირველ ღონისძიებაზე - ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ

ხმაური პრაიდის კვირეულის პირველ ღონისძიებაზე - ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ. პროტესტის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ,  სადაც ღონისძიების მონაწილეები არიან შეკრებულები, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც გომელაურის უწყება წერს, რომ სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს მოწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.