პრაიდის მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ - არიან დაკავებულები

01.07.21 17:29
პრაიდის მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ - არიან დაკავებულები

პრაიდის კვირეულის პირველი დღე - კონტრაქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპრდნენ. ისინი ღონისძუიებაზე შესვლას და შენობის შესასვლელისკენ გადაადგილებას ითხოვენ. 

კონტრაქციის მონაწილეებმა ჯებირები მოანგრიეს, რასაც პოლიციასთან ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც გომელაურის უწყება წერს, რომ სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს მოწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მსგავსი სიახლეები