,,სემსოტას" გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

01.07.21 18:07
,,სემსოტას" გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შალვა გულიაშვილს, იგივე"სემსოტას",  აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითად შალვა გულიაშვილის დანაშაული დგინდება. ადვოკატის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომელიც მისივე მტკიცებით, უწყებამ ფარულად ჩაწერა.

სხდომაზე წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერებიც, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მასში ,,სემსოტა"არ ფიგურირებს. ბრალდების მხარემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე არ ისაუბრა.

სისხლიანი დაპირისპირება გორში, ვერხვების დასახლებაში, 3 ივლისს მოხდა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ზურაბ რიკრიკაძე, იგიცე ,,ტრუტი".

 გომელაურის უწყებამ ამ ფაქტზე რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ შალვა გულიაშვილი დააკავა, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები