დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას- ადგილზე, სადაც პრაიდის ღონისძიება იმართება, საპატრულო პოლიციის უფროსი მივიდა

01.07.21 18:17
დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას- ადგილზე, სადაც პრაიდის ღონისძიება იმართება, საპატრულო პოლიციის უფროსი მივიდა

„თბილისი პრაიდის" პირველი ღონისძიება - ადგილზე, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე, მივიდა. 

პოლიციის მაღალჩინოსანმა ადგილზე შეკრებილ ჰომოფობური ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“,- განაცხადა სირაძემ.