დაპირისპირება პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე - დაკავებულია 11 პირი

01.07.21 19:16
დაპირისპირება პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე - დაკავებულია 11 პირი

კვლავ დაძაბულია ვითარება პერიმეტრზე, სადაც ჰომოფობიური ჯგუფები არიან შეკრებილები და თბილისი პრაიდის ღონისძიების გამართვას ეწინააღმდეგებიან.

კონტრაქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობდნენ, იმ შენობას მიახლოვებოდნენ, სადაც დახურული ღონისძიება უნდა დაიწყოს.

რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ გზის სავალი აწილის გადაკეტვაც სცადეს, რა დროსაც პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა.

ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლასაც. 

როგორც შსს-ში აცხადებენ თერთმეტივე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

პრაიდის კვირეული დღეს დოკუმენტური ფილმის "თავისუფლების მარშის" ჩვენებით გაიხსნება. ადგილზე 2 საათზე მეტია მობილიზებული არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან. 

მსგავსი სიახლეები