ჩვენ ახლა გავალთ და იმედია, შუქს ჩართავენ - კადრები თეატრიდან, სადაც გახარიას შუქი ჩაუქრეს (ვიდეო)

01.07.21 19:49
ჩვენ ახლა გავალთ და იმედია, შუქს ჩართავენ - კადრები თეატრიდან, სადაც გახარიას შუქი ჩაუქრეს (ვიდეო)

გიორგი გახარიას გუნდის გორის თეატრში კონცერტზე ყოფნის დროს შუქი კვლავ ჩაუქრეს. წარმოდგენას პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. 

თეატრში შუქი იქამდე არ ჩართეს, ვიდრე ყოფილმა პრემიერმა შენობა არ დატოვა. 

გახარიამ დარბაზში ტელეფონის შუქი ჩართო და შეკრებილებს უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა.

არ შეგიშლით ამ სიამოვნების მიღებაში ხელს. ჩვენ ახლა აქიდან გავალთ და იმედი მაქვს, ვიღაცა კეთილს ინებებს და ამ შუქს ჩართავენ. კიდევ ერთხელ ბოდიში და დიდი მადლობა"- ამბობს ვიდეოში ყოფილი პრემიერი. 

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს შუქი გორის ოფისის გახსნაზეც ჩაუქრეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები