რადიკალებმა ამერიკელ დიპლომატს კვერცხი ესროლეს

01.07.21 20:30
რადიკალებმა ამერიკელ დიპლომატს კვერცხი ესროლეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე რადიკალებმა ღონისძიების მონაწილე ამერიკელ დიპლომატს კვერცხი ესროლეს. 

იმ ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება იმართება, რამდენიმე საათია ხმაურია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას კვირეულის მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავეს.