ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

01.07.21 21:16
ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება მიმდინარეობს, კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე პირი დააკავეს.

ფაქტი ჟურნალისტებთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ დაადასტურა.

ამ დროისთვის სულ 12 პირია დაკავებული.

ამ დროისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 პირი. 166-ე და 173 მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციის მუშაკისადმი შეურაცხყოფის მიყენებას", - განაცხადა სირაძემ.