პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - რადიკალები ქვებსა და კვერცხებს ისვრიან

01.07.21 21:11
პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - რადიკალები ქვებსა და კვერცხებს ისვრიან

პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა. "ტვ პირველის" კორესპონდენტების ცნობით, ადგილზე შეკრებილი რადიკალები ქვებსა და კვერცხებს ისევ ისვრიან. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებს პრაიდის კვირეულის მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. 

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი სამართალდამცავი.