"პრაიდის" კვირეულის სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

01.07.21 21:39
"პრაიდის" კვირეულის სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულებულია. ღონისძიების სტუმრები პოლიციას გამოჰყავს. 

ტერიტორია უკვე დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებმა. 

კონტრაქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს ისვრიან. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ისევ დააკავეს.