საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

02.07.21 10:30
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 367 ცალი „STIX“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური  საბაზრო ღირებულება შეადგენს 7 340 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

მსგავსი სიახლეები