ძალადობრივი ჯგუფის 20 წევრი ხელწერილით გათავისუფლდა, სამი იზოლატორში რჩება

02.07.21 11:07
ძალადობრივი ჯგუფის 20 წევრი ხელწერილით გათავისუფლდა, სამი იზოლატორში რჩება

პოლიციამ დაკავებული ძალადობრივი ჯგუფის 20 წევრი ხელწერილით გაათავისუფლა, იზოლატორში რჩება სამი პირი. 

ინფორმაცია tvpirveli.ge -ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

გუშინ დაკავებულთა საქმეზე სასამართლო რამდენიმე საათში იმსჯელებს. ყველა მათგანს ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი კლუბ ,,ხიდთან" მასობრივი არეულობის მოწყობას ცდილობდნენ. თბილისის პრაიდის კვირეულის მონაწილეებს ესროლეს კვერცხები, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებსაც. 

რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგობის,  დაპირისპირების და მუქარის მიუხედავად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ. ამბობენ, რომ რთული და დაძაბული დღის მიუხედავად პრაიდის ფესტივალი და ღირსების მარში მაინც შედგება.

მსგავსი სიახლეები