გაშიფრულია ადამიანით ვაჭრობის სქემა - ტრეფიკინგის ბრალდებით 37 წლის კაცი დააკავეს

02.07.21 11:32
გაშიფრულია ადამიანით ვაჭრობის სქემა - ტრეფიკინგის ბრალდებით 37 წლის კაცი დააკავეს

გაშიფრულია ადამიანით ვაჭრობის სქემა - ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 37 წლის მამაკაცი დააკავეს. 

როგორც tvpirveli.ge -ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა.

დაკავებული 45 წლის კაცს მუქარით და ძალადობით აიძულებდა, თბილისის ქუჩებში ემათხოვრა და მოწყალების შედეგად მიღებული თანხა მისთვის გადაეცა. 

იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა.
ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები