თევზჭერის კორუფციული სქემა - მმართველ პარტიას 527 000 ლარი შესწირეს
თევზჭერის კორუფციული სქემა - "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, თევზჭერის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველ პარტიას და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 527 000 ლარი შესწირეს. როგორც გაირკვა, მეთევზეები ორი პროგრამით ფინანსდებოდნენ, “აწარმოე საქართველოში" და "საკრედიტო საგარანტიო სქემა".
კორუფციის მკვლევარების თქმით, აღნიშნული ფაქტი სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
რეალურად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გამდიდრებული კარის ბიზნესმენები, დამატებით მიეცათ საშუალება, გაეორმაგებინათ, გაეხუთმაგებინათ და გაემდიდრებინათ ოჯახები, სრულიად აბსურდული პროექტებითა და "ქართული ოცნების" სალაროში გადახდილი ფულით", - ამბობს ქეთევან ენუქიძე.