ყველა უნდა მოერიდოს პროვოკაციას - მაჭარაშვილი პრაიდზე

02.07.21 11:41
ყველა უნდა მოერიდოს პროვოკაციას  - მაჭარაშვილი პრაიდზე

როდესაც აქცია შესაძლებელია, იყოს წინაპირობა გარკვეული ტიპის პროვოკაციის, ვფიქრობ, რომ ყველა უნდა მოერიდოს ასეთი ტიპის პროვოკაციას, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, პოლიცია არ არის ილუზიონისტი, რომ მასიური შეკრებების დროს რაიმე ძალადობა გამორიცხოს. 

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიციამ იმოქმედა საკმაოდ მაღალი სტანდარტებით. როდესაც აქცია შესაძლებელია, იყოს წინაპირობა გარკვეული ტიპის პროვოკაციის, ვფიქრობ, რომ ყველა უნდა მოერიდოს ასეთი ტიპის პროვოკაციას. პოლიცია, რა თქმა უნდა, არის პროფესიონალი სამართალდამცავი, მაგრამ ის არ არის ილუზიონისტი, რომ ასეთი ასობით ადამიანის შეკრების დროს გამორიცხოს ნებისმიერი ტიპის ძალადობა, ამიტომ ჩვენ პოლიციას იმას ნუ მოვთხოვთ, რაც ასევე, მოეთხოვება ნებისმიერი აქციის მონაწილეს, - აცხადებს მაჭარაშვილი.