ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ალაპარაკდა - ბადუაშვილი გომელაურის უწყებას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს

02.07.21 11:57
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ალაპარაკდა - ბადუაშვილი გომელაურის უწყებას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუაშვილი, ბრალის წარდგენის მოლოდინშია. არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტს გამოძიება ახლა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

ბადუაშვილის ადვოკატი, თამარ თედიაშვილი, ამბობს, რომ პოლიციამ ბადუაშვილს იარაღი ჩაუდო. 

არანაირი იარაღი არ ჰქონია, ის უკანონო პატიმარია. ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებულა. მალხაზ ბადუაშვილმა დეტალურად ისაუბრა მისი დაკავების შესახებ. ძალისმიერი მეთოდებით ჩასვეს მანქანაში, შეეცადნენ, რომ იარაღი ჩაედოთ, თუმცა მან მოახერხა ავტომობილიდან გადმოსვლა და ხალხისთვის დახმარების თხოვნა"- ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტს სამაცივრე მეურნეობა დაუწვეს. 

ამასთან, მალხაზ ბადუაშვილზე შურისძიების გამო 25 მარტს ჩუმლაყში მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რადროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა.