„დავაი ეხლა დროზე გაანძრიე, ჩარიცხე 20 ლარი" - უმძიმესი ჩანაწერი ტრეფიკინგის საქმეში (ვიდეო)
დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით - საქმის მასალების თანახმად 37 წლის მამაკაცი 45 წლის კაცს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდა და შეგროვებულ თანხას სძალავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადე მამაკაცი დააკავა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ჩანაწერი, რომელიც მძიმე მოსასმენია.
"დავაი ახლა, დროზე გაანძრიე და ჩარიცხე 20 ლარი, შე ნაბი*ვარო"- მიმართავს დაკავებული დაზარალებულს.
ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულს ყოველდღე მინიმუმ 20 ლარის ჩარიცხვას აიძულებდა.