უადგილოა ამ კითხვის დასმა, არ გიპასუხებთ - მამა ანდრია ჯაღმაიძე პრაიდზე

02.07.21 13:49
უადგილოა ამ კითხვის დასმა, არ გიპასუხებთ - მამა ანდრია ჯაღმაიძე პრაიდზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, "პრაიდის კვირეულის" პირველ ღონისძიებაზე არ საუბრობს. 

,,უადგილოა ამ კითხვის დასმა, არ გიპასუხებთ უბრალოდ" - უთხრა "ტვ პირველის" ჟურნალისტს ჯაღმაიძემ, რომელმაც სასულიერო პირს გუშინდელი მოვლენების შეფასება სთხოვა. 

ჰომოფობიური ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად კვირეულის პირველი ღონისძიება გუშინ მაინც შედგა.

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 23  წევრი დააკავა, მათგან 20 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 3 კი იზოლატორში გადაიყვანეს. 

1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისი პრაიდის ორგანიზებით პრაიდის კვირეული იმართება.