პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო - აკო მინაშვილი პრაიდის კონტრაქციაზე

02.07.21 14:27
პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო - აკო მინაშვილი პრაიდის კონტრაქციაზე

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი, აკო მინაშვილი თვლის, რომ თბილის პრაიდის ღონისძიებაზე პოლიციას უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა და  ღონისძიების წევრები, მოწვეული სტუმრები დაეცვა. დეპუტატის თქმით, კონტრაქციის მონაწილეთა ძალადობის შესაჩერებლად მიმართული ღონისძიებები არასაკმარისი იყო.

პრაიდის წარმომადგენელებს აქვთ სრული უფლება, ეს მათი ფუნდამენტური უფლებაა, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პოზიცია. ვერავინ ამათ ხელს ვერ შეუშლის. გუშინდელს რაც შეეხება, სახელმწიფოს მოქმედებას, წარმოიდგინეთ, ქვების სროლა რომ დაეწყო ,,ქართული ოცნების" ოფისთან დაახლოებით 100 ადამიანს, ისინი ამის საშუალებას მისცემდნენ? არ მისცემდნენ. ვფიქრობ, რომ გარკვეული ღონისძიებები იყო გადადგმული, მაგრამ არასაკმარისი პოლიციის მხრიდან, მათ უფრო ეფექტიანი ზომები უნდა მიეღოთ, რომ დაეცვათ პრაიდის წარმომადგენლები და იქ მისული სტუმრები - ამბობს აკო მინაშვილი. 

თბილისი პრაიდის ღონისძიების პარალელურად გუშინ კონტრაქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ლგპტ თემის წარმომადგენლებსა და მიწვეულ სტუმრებს ქვები და კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ ძალადობაში ბრალდებული 23 პირი დააკავა, მათგან 20 ხელწერილით გაუშვა. 

მსგავსი სიახლეები