ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

02.07.21 15:27
ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

ქუთაისის სასამართლოში ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო.  საქმეზე დაკავებულ პოლიციელს, ლევან ზირაქაძეს, გამოძიება იარაღის გადაცემას  ედავება.

დაკავებული სამართლდამცველის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. უფლებადამცველ თემურ მესხის ინფორმაციით, ბრალდებულ ზირაქაძეს მისი კუთვნილი ტაბელური იარაღი სხვისთვის არ გადაუცია და ეს გაუფრთხილებლობით მოხდა.

თავს გრძნობს უდანაშაულოდ, მის მიმართ წაყენებული ქმედება მას არ ჩაუდენია. შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ მის მიმართ საერთოდ არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარეს დაკავებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გაგვაჩნია. - ამბობს ადვოკატი, თემურ მესხი. 

ბრალი  წარედგინა პოლიციელთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს, რომლებსაც გამოძიება დანაშაულში მონაწილეობის, განზრახ მკვლელობისა და ნივთმტკიცების განადგურების მუხლით  ედავება. 

31 წლის ვანო ბანცაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება პოლიციელ ლევან ზირაქაძეს ტაბელური იარაღის განზრახ გადაცემას, მის თანმხლებ პირებს კი განზრახ მკვლელობასა და ნივთმტკიცებების განადგურებას ედავება.